ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდა. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი ამატებს 200 პირსა და კომპანიას სანქციების პაკეტში, რომელიც უკვე 2 000-ზე მეტ სუბიექტს აერთიანებს.
"ჩვენ გვაქვს შეთანხმება მე-13 პაკეტზე! ჩვენ კიდევ ვამატებთ 200 პირსა და კომპანიას სანქციების პაკეტს, რომელიც უკვე 2 000-ზე მეტ სუბიექტს აერთიანებს. ამ პაკეტით, ჩვენ უფრო მკაცრ ზომებს ვიღებთ იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც გვერდის ავლით არიან ჩართულები სამხედრო და თავდაცვით სექტორებში", - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press