დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს რუსეთს ალექსე ნავალნის ცხედარი ოჯახს დაუყოვნებლივ გადასცენ და ასევე ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება.
„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი რუსული სისტემის მჩაგვრელ ბუნებაში, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის პატიმრობაზე იმ კოლონიაში, სადაც მან გაატარა ბოლო თვეები. ნავალნის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია - ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press