ნავალნი დაიღუპა იმისთვის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა, თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
როგორც რიში სუნაკი აღნიშნავს, მომხდარზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება.
"ნავალნი დაიღუპა იმისთვის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა, თავისუფლებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ ალექსეი ნავალნის ოჯახს. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ შეეცადა პუტინი რომ ის მოეკლა, ამის გათვალისწინებით, მისი საქციელი იყო ჩვენი დროის ერთ-ერთი ქველაზე დიდი გამბედაობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე პუტინს ეკისრება", - განაცხადა სუნაკმა.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press