ნატო მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ნატოსთვის მიუღებელია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები დაკავებული ჰქონდეს.
"გილოცავთ დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. ნატო მოუწოდებს რუსეთს, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიის მთლიანობა და ჩვენთვის მიუღებელია, რომ დაკავებული ჰქონდეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიები", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press