საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთიანობის, წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს მიმართა და განაცხადა, რომ მადლიერებას გამოხატავს ნატოს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ნება მიბოძეთ, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ნატო-ს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო არის ნატო-ს ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორი. ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში, როგორც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პარტნიორობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press