Foto

Reuters - ირანი რუსეთს 400-მდე ბალისტიკურ რაკეტას უგზავნის

ირანი რუსეთს 400-მდე ბალისტიკურ რაკეტას უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რაკეტის სახეობა - Fateh-110, Zolfaghar-ს სამიზნეების 300-დან 700 კილომეტრამდე მანძილზე განადგურება შეუძლიათ.

ამასთან წყარო აცხადებს, რომ აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა აშშ-ს მიერ სანქცირებულ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გააღრმავებს.

„მიწოდება დაიწყო იანვრის დასაწყისში მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა გასული წლის ბოლოს ,ირანელი და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრებზე, რომლებიც თეირანსა და მოსკოვში გაიმართა“, - განუცხადა ირანულმა წყარომ მედიას.