პოლონელის ფერმერების მიერ უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირების გამო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს, ევროკომისიის ჩართულობით, დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან მთავრობის წევრებს დაავალა, უახლოეს დროში, 24 თებერვლამდე იყვნენ უკრაინასა და პოლონეთს შორის საზღვარზე.
ზელენსკიმ ასევე ევროკომისიას მიმართა, რომ პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებებში ევროკომისიის წარმომადგენელიც ჩაერთოს.
„გთხოვთ, თქვენ, დონალდ (ტუსკი), ბატონო პრემიერ-მინისტრო, ასევე ჩამოხვიდეთ საზღვარზე. ანჟეი, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ დიალოგს. ეს არის ეროვნული უსაფრთხოება. ეს არ უნდა გავაჭიანუროთ. უახლოესი დღეები ამის გაკეთების შანსს გვაძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press