საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. „ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით. ასევე, ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდა ნატოს ოფისში, სადაც ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალურ მდივანთან. თავად ნახეთ პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდა კონკრეტული გზავნილები და თავად ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც არის მთავარი პლატფორმა, ჩატარდა უმაღლეს დონეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით და ესეც არის ამ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილი.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში ძალიან შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press