ვლადიმერ პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ბაიდენი მართავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვის აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტს ჯო ბაიდენის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.
„როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის პირით ნათქვამი ასეთი უხამსი განცხადებები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მხრივ შეურაცხყოფდეს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით, პრეზიდენტ პუტინს. ეს იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ბაიდენი მართავს. გასაგებია, რომ ბაიდენი შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press