Foto

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავზე, დიდი ბრიტანეთი რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. შავ სიას დაემატება 52 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი.

„დღეს დაწესებული შემზღუდავი ზომები ძირს გამოუთხრის რუსეთის პრეზიდენტის შესაძლებლობას, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და საჭირო შეიარაღებით მოამარაგოს რუსეთის არმია, რომელიც ისედაც პრობლემებს განიცდის და ასევე, არ მისცემს მას საშუალებას, შეავსოს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.