Foto

სტანო მედვედევზე - მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია მივცეთ

მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია მივცეთ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

როგორც პიტერ სტანომ აღნიშნა, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რადგან ის  სამართლიანად იცავს თავს აგრესიისგან.

"ჩვენ, როგორც წესი, არ ვაკეთებთ კომენტარს იმ ადამიანების სიტყვებზე, რომლებიც ცდილობენ ყურადღების მიქცევას. მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია, რომ თქვენ მიერ ნახსენები ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია", - განაცხადა პიტერ სტანომ.

შეგახსენებთ, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საბოლოო მიზანი კიევი უნდა იყოს.