საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს დაეთმო და განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები.
"საუბარი შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტრონულად.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ძალიან ფართო დაკვირვება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საქართველოსა და NDI-ის შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press