რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბოჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზიდან "ვერავინ გადაიყვანს".
"25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!
რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს. საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია",- წერს ზურაბიშვილი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე].
შეგახსენებთ, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - წელს ამ თარიღიდან 103 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად გამოცხადდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press