უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რუსეთ-უკრაინის ომის 2-წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის.
ზელენსკის განცხადებით, "აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთის ყველაზე მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს".
"მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს",- წერს ზელენსკი სალომე ზურაბიშვილის პასუხად სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ ფათომასშტაბიანი ომის წამოწყებიდან 2-წლისთავზე სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ "რუსეთმა უკრაინის სიმტკიცის გატეხვა ვერ შეძლო".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press