რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლები პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფულად ჯილდოს აწესებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ნავალნის მკვლელობის შესახებ სრული ინფორმაციისთვის ჯილდომ უკვე 100 000 ევროს მიაღწია",- წერს ჟდანოვი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. ნავალნის ცხედარი გუშინ, 24 თებერვალს მის დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press