2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამის უზრუნველყოფა კი შეუძლია სალომე ზურაბიშვილს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ათასობით საქართველოს მოქალაქე უერთდება.
“ათასობით ჩვენი თანამოქალაქე რიგში დგას, რათა ხელი მოაწეროს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს არჩევნები და შეჯიბრებითობის პრინციპი იყოს დაცული, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მას ითხოვს საზოგადოება, ყველა ხედავთ ამ ადამიანების აქტივობას. ჩვენ ვაპირებთ, ასი ათას ხელმოწერაზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას და მიმართვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომ მან უზრუნველყოს მინიმალურად სამართლიანი გარემო არჩევნებისთვის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი, მოწინააღმდეგე პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი. წარმოუდგენელია რამე შეჯიბრი, სადაც ორი ან უფრო მეტი კონკურენტი იღებს მონაწილეობას და ერთი უბრალოდ არის მოპარული პირდაპირი მნიშვნელობით და უსამართლოდ პატიმრობაში ამყოფებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება",- ამბობს ხაბეიშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press