უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაამტკიცებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთსა და შვედეთს შორის განსხვავებული მოსაზრებები რჩება, თუმცა ისინი აზრთა სხვადასხვაობებს გაგებით უყურებენ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ გაწევრიანება უნდა მოხდეს. ნატო თავდავითი ალიანსია. ჩვენ ვქმნით ალიანსს, რათა დვიცვათ საკუთარი თავი გარედან თავდასხმისგან. ამაზე სერიოზული ვალდებულება არ არსებობს. შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს უნგრეთის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მე ვთხოვ კანონმდებლებს, დღევანდელ კენჭისყრაზე დაამტკიცონ კანონპროექტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა ორბანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press