პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, 9 დათქმის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის თავისუფლებაა.
"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომელსაც ასევე გავუზიარებთ პრეზიდენტს და ამ 9 დათქმის მნიშვნელოვანი ადგილია ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლება. რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე. დამატებით დეტალებს, რა თქმა უნდა, დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მე ვერ გავაჟღერებ", - განაცხადა თინა ბოკუჩავა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press