Foto

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ორბანის თქმით, შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს უნგრეთის უსაფრთხოებას.

უნგრეთი ნატოს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.