Foto

სტოლტენბერგი - შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოდ გაგვხდის

მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას ნატოში შვედეთის წევრობის რატიფიცირების შესახებ, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, შვედეთის წევრობა ყველას გააძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გახდის.

"ახლა, როდესაც ყველა მოკავშირემ დაამტკიცა [შვედეთის განაცხადა], შვედეთი გახდება ნატოს 32-ე მოკავშირე. შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოდ გაგვხდის", - წერს ნატოს გენერალური მდივანი.

ცნობისთვის, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა.