Foto

ულფ კრისტენსონი - შვედეთი მზად არის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს

ისტორიული დღეა, ნატოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც კრისტერსონი აღნიშნავს, შვედეთი მზად არის, ალიანსის წევრების უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს.

„დღეს ისტორიული დღეა. ნატოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, - წერს ულფ კრისტენსონი.

ცნობისთვის, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა.