რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და საფრთხემ, რომელსაც კრემლი უქმნის ევროპას, კონტინენტზე მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის ეპოქა დაასრულა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ The Irish Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
კულებას თქმით, უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, თუ დასავლელი მოკავშირეები ქვეყანას საჭირო იარაღს მიაწვდიან.
"პირადად მე მჯერა, რომ დასრულდა ნეიტრალიტეტის ეპოქა, ისევე, როგორც ევროპაში მშვიდობის ეპოქა. ეს სამწუხარო რეალობა არის ჩვენი კონტინენტის აღმოსავლეთში ახალი რევანშისტული და იმპერიული ძალის, ანუ პუტინის დიქტატურის შედეგი, მაგრამ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, თუ დასავლელი მოკავშირეები კიევს მიაწვდიან საჭირო იარაღს",- განაცხადა კულებამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press