პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ადასტურებს, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
დუდას განცხადებით, პარიზში შეხვედრის დროს მოკავშირეებმა აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ყველაზე ემოციური დისკუსია გაიმართა უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნის თემაზე და აქ არანაირი თანხმობა არ იყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ცალკეული ქვეყნები თავად წყვეტენ, როგორ დაეხმარებიან უკრაინას",- განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, მოკავშირეები უახლოეს მომავალში უკრაინაში შეიარაღების მოცულობითი პარტიის გაგზავნას შეძლებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press