Foto

ტუსკი - პოლონეთს სურს უკრაინის დახმარება, მაგრამ არა ეკონომიკის კონკრეტული სფეროსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე

პოლონეთს სურს უკრაინის დახმარება, მაგრამ არა ეკონომიკის კონკრეტული სფეროსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა შეიცვალოს.

„ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება. ეს უდავო ფაქტია, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ისეთი მეთოდებით, რომლებიც სასიკვდილოა ეკონომიკის მთელი სფეროსთვის“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.