უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდება, სადაც მხარეები უკრაინის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, განხილვის თემა ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული პირების სამშობლოში დაბრუნების საკითხიც იქნება.
„პირველი საკითხია სამშვიდობო ფორმულა. გასულ წელს ჯიდაში მრჩეველთა ეფექტური შეხვედრა გავმართეთ, რათა განგვეხილა მისი განხორციელების საკითხი. ჩვენ ახლა გვიახლოვდება პირველი სამშვიდობო სამიტი და ვეყრდნობით საუდის არაბეთის მუდმივ აქტიურ მხარდაჭერას“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press