Foto

ბაიდენი კონგრესის ლიდერებს - უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები მძიმეა

უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები მძიმეა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების საკითხზე, კონგრესის უმაღლეს ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ის "დიდი შვიდეულის" ზოგიერთ პარტნიორს ესაუბრა და ისინი აღნიშნული მდგომარეობით ძალიან შეშფოთებულნი არიან.

"ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. უნდა გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელებთ მთავრობის დაფინანსებას, რაც მნიშვნელოვანი პრობლემა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა, რომელიც უნდა ვიპოვოთ. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება... და უკრაინასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ საჭიროება გადაუდებელია... ვფიქრობ, უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები მძიმეა", - განაცხადა ბაიდენმა.