ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პარლამენტში დებატებისას განაცხადა.
როგორც სეჟურნე აღნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, ფრანგი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა საჭირო იყოს, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის გარეშე.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. ეს უნდა იყოს მორგებული სპეციფიკურ საჭიროებებზე. ვფიქრობ, კერძოდ, განაღმვით სამუშაოებზე, კიბერთავდაცვაზე, იარაღის წარმოებაზე უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა სტეფან სეჟურნემ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press