უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩავიდა.
აღნიშნულის შესახებ ინფირმაციას ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგლი ჰასანი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო უკრაინის პრეზედენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტირანაში.
ეს საკვანძო მომენტია უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში", - წერს ჰასანი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთს ეწვია, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა ე.წ. მშვიდობის ფორმულა იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press