დროა, დავიწყოთ საუბარი რუსული გაყინული აქტივების გაუთვალისწინებელი სარგებლის გამოყენების შესახებ, რათა ერთობლივად შევიძინოთ სამხედრო აღჭურვილობა უკრაინისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ლაიენის თქმით, „აღნიშნული თანხა იმაზე უკეთ ვერ იქნება გამოყენებული, ვიდრე ეს უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად გადაქცევაა".
„შესაძლო ომის რისკები არ უნდა იყოს გადაჭარბებული, თუმცა მზად უნდა ვიყოთ. ეს კი იწყება წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების აღდგენით, შევსებითა და მოდერნიზებით. ამასთან, ევროპამ უნდა განავითაროს და აწარმოოს მომდევნო თაობის საბრძოლო შესაძლებლობები, უზრუნველყოს მასალების საკმარისი რაოდენობა და ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიის პოტენციალის გაძლიერებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ევროპამ უნდა დახარჯოს მეტი, უკეთესად და ევროპულად. ევროპული სუვერენტიტეტი ჩვენს პარტნიორობას გააძლიერებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press