ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხერსონის ოლქის ადმინისტრაციიის ცნობით, განადგურებული გამშვები პუნქტებიდან ერთი სამხედრო მომარაგების იყო, მეორე კი, რუსების რადიო-ელექტრონული სადაზვერვო სამანევრო ჯგუფის.
"გასულ დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ მარცხენა სანაპიროზე მტერმა დაკარგა: 49 ოკუპანტი, 2 ცეცხლსასროლი ყუმბარმტყორცნი, 2 იარაღი, 1 ნაღმმტყორცნი, 1 ნავი, 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი: 2 "სუპერკამერის" ტიპის და 1- "ზალა", 3 ერთეული სხვა ტექნიკა, მათ შორის მოტოციკლი და ექსკავატორი", - ნათქვამია ხერსონის ოლქის ადმინისტრაციაში განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press