Foto

ზელენსკიმ ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის დროს ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღეს გამართულ ფორუმს ალბანეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიასა და მონტენეგროს ლიდერები ესწრებიან.

"ჩვენ ვხედავთ პრობლემებს საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე. და ჩვენ დაინტერესებული ვართ ერთობლივი წარმოებით თქვენთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში დღეს ჩავიდა.