თურქეთი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში ჩატარებას სთავაზობს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ანკარა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას აგრძელებს და მზად არის „მოლაპარაკებებისთვის“ შესაბამისი პლატფორმის შესთავაზოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ომის მესამე წელს ვიწყებთ და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მშვიდობის დამყარების მიმართულებით საკმარისი პროგრესი არ არის მიღწეული. მე ვრჩები იმის მომხრე, რომ დიპლომატიას და დიალოგს მიეცეს ომის დასრულების სამართლიანი შესაძლებლობა“, - განაცხადა ერდოღანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press