ბელგია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა,ალექსანდრ დე კროომ, განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიას ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ასეთი მტკიცე და დროული ქმედებები არის ზუსტად ის, რაც უკრაინასა და მთელ ევროპაში თავისუფლების დასაცავად გვჭირდება".
"ჩვენ ვერასდროს შევადარებთ იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს... მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პრეზიდენტს [ვოლოდიმირ ზელენსკის] ის, რაც მოითხოვა - მეტი საბრძოლო მასალა რუსი აგრესორის მოსაშორებლად", - განაცხადა დე კროომ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press