დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ჩემს გათავისუფლებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის იჭერს სიმართლის პოზიციას.
"დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს ჩემს გათავისუფლებას.
ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის იჭერს სიმართლის პოზიციას. ეს არა მხოლოდ ჩემს მიმართ მხარდაჭერის, არამედ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ჩემი მილიონობით მომხრისათვის მხარდაჭერის გამოხატვაა.
ამავე დროს, ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელს ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად და არასდროს დავიღლები, რომ მათ ვუთხრა მთელი გულით მადლობა. მათი ხმა ევროპარლამენტარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!", - წერს სააკაშვილი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press