Foto

„ჰამასის“ ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებისას მომხდარის გამო, შესაძლოა, ისრაელთან მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტონ

„ჰამასი“ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც „ჰამასში“ აცხადებენ, მომხდარი შემთხვევის გამო, შესაძლოა, ისრაელთან მძევლების გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტონ.

„მოძრაობის ლიდერების მიერ წარმოებული მოლაპარაკებები ჩვენი ხალხის სისხლის საფასურად არ ღირს“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.