Foto

მაკრონი - უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ ჩემი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო

უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ ჩემი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის ირგვლივ გაკეთებული განცხადებები საკმაოდ სერიოზული საკითხია.

„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხზე ვამბობ, არის კარგად გაზომილი, გააზრებული და აწონ-დაწონილი“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.