ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი და ამ პროცესში დავინახე ხარვეზები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან კომუნიკაციის კუთხით პრობლემები არსებობდა.
"მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება... ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი და ამ პროცესში დავინახე ხარვეზები",- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 1-ელ მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press