საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებები "გამაოგნებელია".
"კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. უბრალოდ გამაოგნებელია ასეთი განცხადებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით. არ მინდა მეტი კომენტარის გაკეთება",- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "იმედი აქვს, ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას".
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press