Foto

კალაძე - ქვეყანაში ყველას უფლებები დაცულია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია

ბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ადამიანის უფლებები არის თემა, რომელიც დღეს, ქვეყანაში დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია". 

როგორც კალაძე აღნიშნავს, დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი განმარტებები გაკეთდა. გუშინ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა ამაზე. დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. 

მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ადამიანის უფლებები - ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სარწმუნოება აქვს, ვინ რა სექსუალური ორიენტაციისაა, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს, ხელს შეუწყობს, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად" კანონპროექტს ამზადებენ.