საფრანგეთი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
როგორც სეჟურნე აღნიშნავს, საფრანგეთისთვის ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.
„ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას და უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, რათა გავარკვიოთ, რა მოხდა. საფრანგეთი ყველაფერს სახელს არქმევს. ჩვენ ვთქვით, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენ ასევე სახელი უნდა დავარქვათ იმ სისასტიკეს, რაც ღაზაში ხდება“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press