გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ განმარტება უნდა გააკეთოს ღაზას სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ბერბოკი აღნიშნავს, მომხდარის გამო გაოგნებულია.
„ისრაელის არმიამ სრულად უნდა ახსნას, რატომ მოხდა მასიური პანიკა და სროლა“, - წერს ბერბოკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press