უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდები ომში მყოფ ქვეყანას უკვე მიმდინარე წელს, 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხდრ დახმარებას გაუწევს.
„დღეს მე და მარკ რუტემ მოვაწერეთ ხელი უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორი მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას ნიდერლანდებიდან ამ წელს, ასევე შემდგომ თავდაცვის დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ასევე ადგენს დახმარების პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, საზღვაო და შორი დისტანციური საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებაზე“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press