უკრაინაში მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ორბანმა აღიშნა, ევროკავშირმა და უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ.
„მსურს, განვმარტო ბუდაპეშტის პოზიცია უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. არსებობს ორი სავარაუდო სცენარი: პირველი - როდესაც დრო ევროკავშირისა და უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს და კონფლიქტი გრძელდება, და მეორე - როდესაც დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ჩემი აზრით, მეორე ვარიანტთან გვაქვს საქმე, ამიტომ ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ“, - განაცხადა ორბანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press