აშშ-ის სამხედროები ღაზას სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენმა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტს "ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენა" უწოდა.
"სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში," - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press