Foto

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა

ისრაელის მხრიდან საპასუხო სამხედრო შეტევის დაწყებიდან თითქმის ხუთი თვის თავზე, ღაზაში დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 30 ათასს აჭარბებს, - აღნიშნულ სტატისტიკას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების დღიდან, ღაზაში ჯამში 30,035 ადამიანია დაღუპული, 70,457 პალესტინელი კი თავდასხმების დროს დაშავდა.