Foto

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა გასულ ღამეს Shahed-ის 17 დრონი გაუშვა - 14 ჩამოვაგდეთ

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე იერიში 17 Shahed-ის ტიპის დრონითა და 3 Kh-59/Kh-35 ტიპის რაკეტით მიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის მიერ გაშვებული 17 Shaded-დან მათ 14-ის ჩამოგდება შეძლეს.

რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს.