რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს, რუსეთის 20 ქალაქში, სულ მცირე, 106 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი პორტალი OVD-Info ავრცელებს.
მათივე ცნობითმოსკოვში, სადაც რუსი ოპოზიციონერის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა, მინიმუმ 14 აქტივისტი დააკავეს, ნოვოსიბირსკში - დაკავებულია 20 პირი, ომსკში - 15, ეკატერინბურგში კი 10.
ასევე დაკავებების სერია იყო ყაზანში, ვორონეჟში, ასტრახანში, ნიჟნი ნოვგოროდში, მურმანსკში, ჩელიაბინსკში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press