მოლდოვა ახლა გზაჯვარედინზეა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ისტორიული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრისპირეთის კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც მოლდოვის პრეზიდენტი აღნიშნავს, მოლდოვის საზოგადოებაში უთანხმოების ჩამოგდებას ვერავინ შეძლებს.
„როდესაც ვიხსენებთ 1992 წელს დნესტრზე მომხდარ საბრძოლო მოქმედებებს, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ არ დაუშვებთ ამ ტრაგედიის განმეორებას. და მაშინაც კი, თუ არსებობენ ძალები, რომლებიც აგრძელებენ ჩვენს შორის უნდობლობისა და უთანხმოების დათესვას, მე გარკვევით და ხმამაღლა ვამბობ: მათ არ გამოუვათ - არც ახლა და არც მომავალში.
დნესტრის ორივე მხარეს ხალხს არაფერი აქვს გასაყოფი, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ – კიშინეუში თუ ტირასპოლში, ბელციში თუ ბენდერიში, კომრატიში თუ ტარაკლიაში. მოლდოვის ხალხი მშვიდობასა და თავისუფლებას ისე აფასებს, როგორც არასდროს“, - განაცხადა მაია სანდუმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press