დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კვალს მიჰყვება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, კიშინევმა უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ „5+2“ ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება.
"კითხვები უნდა მივმართოთ მათკენ, ვინც გახდა დნესტრისპირეთის პარლამენტის ასეთი განცხადების მიზეზი. პირველ რიგში, რეჟიმი, რომელიც დასახლდა კიშინიოვში და რომელიც უბრალოდ მიჰყვება კიევის კვალს. რეჟიმმა გააუქმა ყველაფერი რუსული, რუსული ენის დისკრიმინაციაა ყველა სფეროში და უკრაინელებთან ერთად კვლავ ახორციელებენ სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე“, - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, დნესტრისპირეთის სეპარატისტებმა 28 თებერვალს კიშინიოვი რეპრესიებში დაადანაშაულეს და რუსეთს მოლდოვისგან „დაცვა" სთხოვეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press