Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას - მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ

ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, ასეთ ბოროტებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ვიყოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა ლიდერის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან აუცილებელია რუსეთის ქმედებებზე პასუხის გაცემა. 

"ოდესაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა, ნანგრევებიდან ბავშვების ცხედრები ამოიყვანეს. ამ დროისთვის ცნობილია 12 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის 5 ბავშვია. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს.

ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებს მარტო ასეთ ზეწოლას, ასეთ ბოროტებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ვიყოთ ახლა - ყველა, ვინც აფასებს სიცოცხლეს. აუცილებელია რუსეთის ქმედებებზე პასუხის გაცემა ყველა ლიდერის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. პუტინს არ სურს მშვიდობა, მას მხოლოდ ომი და სიკვდილი უნდა. მას არ აინტერესებს, ვის მოკლავს, მთავარი მიზანი განადგურებაა. პირველ რიგში, უკრაინისა და უკრაინელების, შემდეგ კი თქვენი, ძვირფასო პარტნიორებო, ამიტომ ეს გადარჩენის საკითხია და არამხოლოდ უკრაინის, მსოფლიომ უპასუხოს რუსულ ბოროტებას და ზეწოლას",- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.